უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში სამი შეზღუდვა მოიხსნება, კერძოდ:
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;
სპორტული დარბაზები განაახლებენ ფუნქციონირებას;
თეატრები და სპორტული კლუბები რეპეტიციების აღდგენას შეძლებენ.