რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 7 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 100 პირი შეამოწმდა. მისივე თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია.
სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეულთა შორის 30 პედაგოგი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.
ვირუსზე 172 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, მათგან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა.
კლინიკის ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის თქმით, გამოკვლეულთა შორის უმრავლესობა სკოლის თანამშრომელი იყო.
კორონავირუსის ახალი შემთხვევა გასულ 24 საათში არ გამოვლენილა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.