მტკვრიდან მომდინარე უსიამოვნო სუნი რუსთავში

2021-03-20 20:57:55

რუსთავში წყალარინების სისტემა მოწესრიგდება.

როგორც რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მტკვრის სანაპიროზე, ე.წ. ახალ ხიდის მიმდებარედ არსებული უსიამოვნო სუნის პრობლემა გადაიჭრება.

"წელს 600 000 არის პროექტით გათვალისწინებული. საბოლოო ღირებულება მისი არის 2 700 000 და მინდა გითხრათ, რომ ის უსიამოვნო სუნი, რომელიც მტკვრიდან მოდის და უქმნის პრობლემას სანაპიროზე დასახლებულებს, გადაიჭრება.

ეს წყალარინების სისტემა მოექცევა დახურულ სივრცეში და გაკეთდება წყალარინების მიმღები სისტემები, რომელიც დაუერთდება მთავარ კოლექტორს. ეს პროექტი ფინანსდება თავიდან ბოლომდე “რუსთავის წყლის” ბიუჯეტიდან”, - განაცხადა ტაბაღუამ.