ეპიდსიტუაცია რუსთავში

2021-03-12 18:45:32

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 3 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 87  პირი შეამოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 25 მასწავლებელი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ვირუსზე 90 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, რომელთაგან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა.

კლინიკის ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის თქმით, გამოკვლეულთა შორის 38 პედაგოგი იყო.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა გასულ 24 საათში არ გამოვლენილა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.