როდის დასრულდება არდადეგები რუსთავის სკოლებში

2021-03-11 17:52:06

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რუსთავშიც, საჯარო და კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 15 მარტს დასრულდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში არდადეგები 8 მარტს დაიწყო და 1 კვირით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა რამდენიმე თვის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და სწავლა სკოლის შენობებში 15 თებერვლიდან განახლდა.