რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #4 კორპუსში ერთი ოჯახის 4-მა წევრმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო.
ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით 26 და 32 წლის ქალი მოიწამლა. ინტოქსიკაცია მიიღო ჩვილმა და 4 წლის ბავშვმაც. დედა-შვილი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
32 წლის ქალი და 4 წლის ბავშვი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.
მეზობლების ინფორმაციით, მოწამლის მიზეზი სავარაუდოდ გაზდანადგარიდან ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვა გახდა.