თბილისში, წერეთლის გამზირზე ხმაურია.
მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს "ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმაორებითი არჩევნები.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ხმაური ადგილზე რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლის შემდეგ დაიწყო. შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.
ინფორმაციისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძეა.
გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა ის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი მორაგბეებოი ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა. ისინი სოსო ტყემალაძეს სახელისუფლებო კანდიდატად თვლიან.