გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა აცხადებს, რომ კონფლიქტის დროს მეზობლებს დასახმარებლად ეძახდა, თუმცა არავინ დაეხმარა.
"აიყვანა და აჯანჯღარა რაც ძალი და ღონე ჰქონდა. მე განწირული ხმით ვყვიროდი მიშველეთ ხალხოო. არავინ მიშველა. განწირული ხმით ვყვიროდი მეზობლებო მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს მეთქი და არავინ არ მომეშველა. დილით კი რომ გამოვედი ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი",- განაცხადა ტელეკომპანია პირველთან გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედამ.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს კაცმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.