რუსთავში მამაკაცმა სხვის ავტომობილს ქვები დაუშინა [ვიდეო/video]
შემთხვევა VIII მიკრორაიონში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.
თვითმხილველი "ინფო რუსთავთან" ყვება რომ მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყვიროდა "გამიღე კარები" და ავტომობილს დიდი ზომის ქვები ესროლა. ადგილობრივის თქმით როდესაც მამაკაცმა მინები ჩაამტვრია და ავტომობილში შეაღწია, სწორედ მაგ დროს პოლიცია მივიდა.
ავტომობილის მეპატრონე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ, არ იცნობს აღნიშნულ მამაკაცს და მისთვის უცნობია რა მიზნით დაუზიანა მანქანა.