რუსთავი უერთდება 1000 მშობლის მარშს

2021-03-07 21:51:35

სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით რუსთავი უერთდება 1000 მშობლის მარშს!

8 მარტს, 17:00 საათზე მოდი რუსთავის სახელმწიფო თეატრის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში !

#გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!
#გამო - თქვი, #გამო - დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი.
#მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.

სახელმწიფოს საჯაროდ გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნები: შეცვალეთ!
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შექმენით!
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახადეთ!
ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაზარდეთ!
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს!

ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

#მომისმინე #პროტესტის 100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა.

შემოგვიერთდით!