ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

2021-03-07 21:40:39

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.

ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, სადაც 5 ოჯახი ცხოვრობდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს 3 მოქალაქე.

ხანძრის ლიკვიდირების შემდეგ მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელიც მათი ინფორმაციით, შშმ პირია.

შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.