რუსთავში ქალები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

2021-03-07 19:07:28

8 მარტს რუსთაველი ქალები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვალს შემოვიდა და პირველი სამი კვირის განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა.

1 მარტიდან კი რუსთაველებისთვის, რომლებიც საშეღავათო ტარიფით არ სარგებლობენ, მგზავრობა ფასიანი, 50 თეთრი, გახდა.