2021-03-07 19:48:09
რუსთავში, ძლიერმა ქარმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
მეგობრობის #31 კორპუსში ნახევრად ახდილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა თუნუქის ფილა დააზიანა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსია გადახურული.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.