ახალი ინიციატივა

2021-03-07 12:57:52

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, “ევროპელი სოციალისტების” წევრი, ფრიდონ ინჯია მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით გამოდის.

ინჯიამ ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატით იმყოფებოდა.

"საცობებმა წაიღო საქართველო. პრაქტიკულად არ ჩანს გამოსავალი, განსაკუთრებით ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ სადაც შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიც არის 110კმ/სთ, ამ პერიოდში გაიზარდოს 130 კმ/სთ-მდე?!" - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში.

ამ კითხვის დასმამდე მან თქვა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ მძღოლები ვერ ასწრებენ კომენდანტის საათის დაწყებამდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას. მისი თქმით, ამ მიზეზით შესაძლებელია სამგზავროდ შეძენილი ბილეთის ე.წ. საშვად გამოყენება.