ტყეში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

2021-03-07 12:54:48

გორის მიმდებარედ, გორიჯვრის ტყეში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ცხედარი, სავარაუდოდ, 21 წლის ბიჭს ეკუთნის, რომელსაც ოჯახი 11 ნოემბრიდან მოყოლებული უშედეგოდ ეძებდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი იდენტიფიცირებისთვისა და გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტიზაზეა გადასვენებული.