საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და გაერო-ის გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფოფხაძე ფიქრობს, რომ გადაადგილების აკრძალვა საღამოს საათებში საუკეთესო ხერხია.
"რატომ „მოდის“ 9 საათზე კოვიდი, ისე, საფრანგეთში რატომ „მოდის“ 6 საათზე ხომ არ იცით? რა ხდება სინამდვილეში – ამთავრებენ ადამიანები სამუშაო დღეს და მიდიან მერე ან რესტორანში, ან ერთმანეთთან სტუმრად, არ იცავენ დისტანციას, ვახშმობენ ერთად – ამ შემთხვევაში, საღამოს საათებში გადაადგილების აკრძალვა საუკეთესო ხერხია, შეკრებების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, წყვილი წავიდა სავახშმოდ, წაიყვანა თან ორი მეგობარი, დახვდა მასპინძელი წყვილი თავისი ორი მეგობრით, რამდენი კლასტერი გამოდის? არ დაგავიწყეთ, რომ თითოეულს თავის მხრივ ჰყავს ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ა.შ. ამიტომაა აუცილებელი ხალხს კარგად განუმარტო, რას რატომ აკეთებ, მაგრამ ელემენტარულად სპიკერიც არ გვყავს. მეცნიერულ ენაზე საუბარი არ არის საჭირო ხალხთან, აუხსნან გასაგებ ენაზე. ყველანი დავიღალეთ, მესმის, ყველანი დავზარალდით და მეც დავზარლდი კორონავირუსით. ჩვენ უნდა აგვერჩია ორი მაგალითიდან – ისრაელის ან ჩინეთის მაგალითიდან ერთ-ერთი, მაგრამ ავირჩიეთ მესამე – ქართული მაგალითი.
ჩინეთში უყურებენ პრობლემებს სახეში, აღიარეს პრობლემები, დაინახეს და ებრძვიან. ცხოვრობენ ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით.
ქართული გზაა – გავხსენით ყველაფერი და მივდივართ წინ. 2021 წელს საქართველოს ვაქცინაცია არ მოხდება. ქვეყნის ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი უნდა იყოს აცრილი, მოსახლეობის 10 და 20 პროცენტის აცრა, არ ნიშნავს ვაქცინაციას. მე რასაც ვუყურებ, იმედი გადამეწურა, რომ 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია იქნება" - ამბობს ფხაკაძე.