2021-03-06 21:26:18
კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.
გარდაბნის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
რუსთავის მარჯვენა სანაპირზე, ინტერნატების დასახლებასა და ქალაქ გარდაბანში წყალმომარაგება დღეს, 6 მარტს 23:55 საათზე აღდგება.