რუსთავში, 1-დან 4 მარტის ჩათვლით, სკოლას მიმართა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 13 მასწავლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიაწოდეს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მასწავლებლები რისკ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.
კორონავირუსი ამ ხნის განმავლობაში სკოლის არცერთ მოსწავლეს არ დადასტურებია, თუმცა, ვირუსი დაუდასტურდა სკოლის 1 თანამშრომელს, რომელსაც გეგმიური შემოწმება უტარდებოდა.
1-დან 4 მარტის ჩათვლით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე რუსთავში 1 კალსი გადავიდა.