თბილისში ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი შეიცვალა.
მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ელი აპრილიდან ჩაერთვება და მგზავრობის ფასი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. ცვლილებას საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა.
აღნიშნულს "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს.
გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ" მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
1-ელი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება და ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება.