როდის აღდგება წყლის მიწოდება რუსთავში

2021-03-06 10:59:48

გარდაბნის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ​კომპანია "რუსთავის წყალის" მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც 6 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

​ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქი გარდაბანს.

ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ჩატარდება.