ეპიდვითარება რუსთავში

2021-03-05 18:53:28

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 3 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 101 პირი შეამოწმეს. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

გატესტილებს შორის 5 სკოლის პედაგოგი, 5 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.