დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ "2-3 კვირაში", ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლიან ის ადამიანები, "ვინც დღეს ლაპარაკობს, ვაქცინა არ არისო"
მე მეშინია არა იმის, რომ ვაქცინა არ შემოვა, იმიტომ, რომ ვაქცინა შემოვა და ვაქცინაციას დავიწყებთ, ვაქცინაციის დამთავრებაა მთავარი და არა დაწყება... მთავარია, ხელი არ შეგვიშალოს ანტივაქსერულმა პროპაგანდამ. მე მაბრალებენ ანტივაქსერობას, ჩემზე რომ მაგას იტყვიან, უკვე მეცინება...
ვიღაცას რომ ეშინია დაჩიპვის და ჩიპიანი ტელეფონებით წერს სოციალურ ქსელში, ისინი არ არიან საშიშები, საშიშია ის ადამიანები, თავის თავს რომ ექსპერტებს უწოდებენ და ბებია თუ ეძახდათ ბავშვობაში მოფერებით ექსპერტებს, არვიცი, მაგრამ ექსპერტი [ფასდება] თავიანთი პუბლიკაციებით",- განაცხადა იმნაძემ.