რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2021-03-05 15:29:08

5 მარტს, გარდაბნის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე​კომპანია ,,რუსთავის წყლის” მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც, 5 მარტს​ საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 6 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

​ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ინტერნატების დასახლებას და ქალაქი გარდაბანს.