რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდა

2021-03-05 12:16:50

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:30-დან 15:30 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

გონაშვილის, დოლიძის და ჩოხელის ქუჩებს.

მე-12 მ/რ -ს N21-თან,წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,12:30-დან 18:30 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-12 მიკრორაიონს.