სიგარეტი გაძვირდა

2021-03-05 11:54:47

სიგარეტი გაძვირდა. როგორც ინფო რუსთავს თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში და მარკეტებში განუცხადეს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი 30-50 თეთრით გაიზარდა.

მათივე განმარტებით, მომწოდებლებს მათთვის არ აუხსნიათ სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი.

2019 წლის ინვრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ 2  ლარით გაძვირდა. ამის გამო მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია.