რუსთავის ახალი ავტობუსები, შესაძლოა, უფასო Wifi სისტემით აღიჭურვოს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დამონტაჟდება უფასო Wifi სისტემა ქალაქში მოძრავ ახალ ავტობუსებში, თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან მიმდინარეობს.
შესაძლებელია, პირველ ეტაპზე, ინტერნეტი სატეტსოდ რამდენიმე ავტობუსში განთავსდეს და თუ Wifi მგზავრების მხრიდან მოთხოვნადი იქნება, სამომავლოდ ყველა ავტობუსში დაამონტაჟონ.