რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს დაუდგინდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 134 პირი შეამოწმეს. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.
გატესტილებს შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, ბაგა-ბაღის თანამშრომლები და ტაქსის მძღოლები, თუმცა კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.