„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - ამ სლოგანით ოპოზიციამ რუსთავის #12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა თბილისიდან რუსთავამდე ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
აქციის დროს პენიტენციურ დაწესებულებასთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ასევე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ გააჟღერეს, რომ ენმ-ს თასვმჯდომარე "უკანონო პატიმარია".
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია. ლიდერების განცხადებით, ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.