შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი უკვე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.