პრემიერი: 3 თვის განმავლობაში...

2021-03-04 12:42:49

"მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას და ის იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე, მოწვეულები იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები.