ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის შემოსასვლელთან

2021-03-04 11:56:49

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის შემოსასვლელთან არსებულ გაზ გასამართ სადგურთან. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.