პარკის მიმდებარედ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2021-03-03 18:25:52

ქუთაისში, შუახნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცმა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ არსებულ მიტოვებულ შენობაში თავი ჩამოიხრჩო.

როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.