კომენდანტის საათი და ავარიები რუსთავში

2021-03-02 19:14:29

თებერვლის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მის მიმდებარედ მომხდარი 7 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა. აქედან 2 ავარია კომენდანტის საათის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, გასულ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

თებერვალში, ავტოსაგზაო შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, მშენებელთა ქუჩაზე, კოსტავასა და მეგობრობის გამზირებზე, ქაშაკაშვილისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე.

"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით ორჯერაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ წინა თვეში, კომენდანტის საათის მოქმედების დროს ან ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 10-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.