მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-03-02 00:36:14

4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია  მოსალოდნელი. 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.        

თბილისში 4 - 5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4 მარტს დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, 5 მარტს კი შედარებით დათბება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 მარტი +11°C, 5 მარტი +13°C, 6 მარტი +16°C, 7 მარტი +13°C.