რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო პროცესს პირველ დღეს საერთო რაოდენობის 1/3 ესწრებოდა.
"ჩარიცხული ბავშვების 1/3 მოვიდა დღეს ბაღში. 2252 ბავშვი გვყავს რუსთავის ბაღებში. ასე ხდება ხოლმე პირველ დღეს ყოველთვის. ხვალ და შემდეგ უკვე მოიმატებს ბავშვების რაოდენობა, დარწმუნებული ვარ",- განუცხადა ინფო რუსთავს ეკა ხუციშვილმა.
მისი თქმით, თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა არც აღსაზრდელს და არც ბაღის პერსონალს არ დაფიქსირებია.