საგაზაფხულო არდადეგები რუსთავის სკოლებში

2021-03-01 13:27:07

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რუსთავშიც, საჯარო და კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასვენება სკოლებში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სასწავლო პროცესი 15 მარტიდან კვლავ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო რუსთავის სკოლებში სწავლა რამდენიმე თვის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და სწავლა სკოლის შენობებში 15 თებერვლიდან განახლდა.