1 მარტიდან მუნიციპალური ავტოტრანსპორტით მგზავრობა რუსთავში ფასიანი ხდება.
ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი, მგზავრებს, სამი კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ ემსახურებოდა.
რუსთავის მერიის საშეღავათო პროგრამით 60 ათასამდე რუსთაველი ისარგებლებს.
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან:
• სოციალურად დაუცველი პირები
• ვეტერანები
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
• სკოლის მოსწავლეები
• სტუდენტები
• პენსიონერები
• პედაგოგები
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა მგზავრობის საფასურის გადახდის თანამედროვე სისტემა.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
• სამგზავრო ბარათი Rustavi Card_ი
• საქართველოს ბანკის ბარათი
• სტუდენტური ბარათი Student Card _ი
School Card_ი
• მეტრომანის ბარათი
• ნაღდი ფულით (50, 20, 10 თეთრიანის მოთავსებით გადახდის აპარატში)
სამგზავრო ბარათის აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ტერმინალების საშუალებით შემდეგ ლოკაციებზე:
• მესხიშვილის N14
• კოსტავას N17
• მეგობრობის N18
• ლეონიძე- მესხიშვილის კვეთა
• რუსთავი, მე-19 მკრ N17 კორპუსის მიმდებარედ.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს