რუსთავში რამდენიმე მისამართზე ახალი სკვერები მოეწყობა.
დასასვენებელი სივრცეები მე-19 მ/რ N9 (უკანა მხარე), მე-20 მ/რ N9, მე-20 მ/რ N15 და მე-19 მ/რ N12 მ/ტ ქუჩის მიმდებარედ გაკეთდება.
კონკურსი იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, სკვერების რეაბილიტაციის პირველადი ღირებულება 392 275 ლარია. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 75 დღეში უნდა დასრულდეს.