უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 8 თებერვალს მოიხსნა, თუმცა შაბათ-კვირას მგზავრების გადაყვანა არ ხდებოდა.
25 თებერვლიდან კი ეს შეზღუდვაც მოიხსნა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან ერთად მგზავრების გადაყვანა ყოველდღიურად მოხდება.