კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-02-26 18:57:19

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 2 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 150 პირი შეამოწმეს.

შემოწმებულებს შორის იყვნენ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულებიც, რომელთაგან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა.

12 ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაკეთდა კლინიკა "რუსთავში", როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, ვირუსი არცერთ შემოწმებულ პირს არ აღმოაჩნდა.