ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა.
"ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. მძღოლი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.