რა შეზღუდვები იხსნება უახლოეს დღეებში

2021-02-25 16:04:06

საკოორდინაციო საბჭომ დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

1-ლი მარტიდან:

ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში შეძლებენ მუშაობას. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება
გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები - თანამშრომლების 20%  2 კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებენ
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგენა და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩატარდება
იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ  1-ლი მარტიდან დაემატება ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება
განახლდება კონფერენციები და ტრენინგები  
მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები

8 მარტიდან:

მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება
სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება
სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ

15 მარტიდან:

მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები
სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება
აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება
რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები

1-ლი აპრილიდან:

თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით აღდგება
21:00-დან 05:00-მდე კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.