რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმოძრავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქთშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშატბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდა.
შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები უკვე ამ კვირიდან იხსნება მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.