რჩევები ონლაინ თამაშის მოყვარულებს

2021-02-24 17:45:35

 

რჩევები ონლაინ თამაშის მოყვარულებს.

სანამ ონლაინ თამაშს შეუდგებით (იქნება ეს ონლაინ სლოტები თუ სხვა) და რომელიმე ვებგვერდზე შეხვალთ აუცილებლად გადაამოწმეთ სანდოობა, ჩაატარეთ მცირე კვლევა რამდენად სწრაფად რიცხავენ მოგებულ თანხას, რამდენად გულუხვები არიან და ა.შ. გადაამოწმეთ შეეფერება თუ არა თქვენ მიერ არჩეულ ვებგვერდზე წარმოდგენილი თამაშები თქვენი ინტერნეტის სიჩქარეს, გადაიკითხეთ მომხმარებელთა შეფასებები, ყურადღება მიაქციეთ სხვა მოთამაშეების უარყოფით კომენტარებს. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ვებგვერდი თქვენი გართობისთვის.

შეარჩიეთ ისეთი ონლაინ კაზინოები, რომლებიც მოგების შემთხვევაში ყველაზე ნაკლებ თანხას ჩამოგაჭრიან.

არ შეებრძოლოთ წაგებას. არის მომენტები, როცა წაგების სერიები ერთმანეთს მიეწყობიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს გახსოვდეთ, რომ სტატისტიკურად ეს ნორმალური და ჩვეულებრივი ამბავია. არ დაკარგოთ კონტროლი და არ შეეცადოთ რაც შეიძლება სწრაფად, მთელი თანხის უკან დაბრუნებას. მაგალითად, პოკერში მოწინააღმდეგეები აუცილებლად შეამჩნევენ თქვენს სასოწარკვეთილ ქცევას და მიხვდებიან რომ საქმე კარგად არ მიგდით, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო გააუარესებს თქვენს შედეგებს, ამიტომ ეცადეთ არაფერი შეიმჩნიოთ და წაგებულის უკან დაბრუნების ცდუნებას როგორმე გაუძლოთ.

არ გამოტოვოთ უფასო ფულით დასაჩუქრების შესაძლებლობა, ზოგიერთი ონლაინ კაზინო მომხმარებელს სხვადასხვა სახის ბონუსებით ანებივრებს:

დარეგისტრირების ბონუსი - როდესაც პირველად შედიხართ რომელიმე კაზინოს ვებგვერდზე შესაძლოა ბონუსი დაგერიცხოთ.

პირველი თამაშის ბონუსი - წახალისების მიზნით.

თუ კაზინოს დეპოზიტზე თანხას ინახავთ, შესაძლოა დანამატით გაგანებივრონ.

ასევე, შესაძლოა დამატებითი ბონუსები ვებგვერდთან მეგობრობისა და ლოიალურობისთვისაც დაგერიცხოთ.

შემდეგი რჩევა - აუცილებლად შეისწავლეთ იმ თამაშის სტრატეგია, რომელშიც გინდათ რომ ბედი სცადოთ. ჭკვიანმა მოთამაშეებმა ზუსტად იციან როგორი სვლები უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ნაკლებად გამოცდილი მეტოქეები ადვილად დაამარცხონ. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა თამაში სტრატეგიებსა და წინასწარ შედგენილ გეგმებს არ ერგება და ზედმეტი გათვლები სულაც არ სჭირდება მარტივ სვლებს.

აზარტული თამაშების ვებგვერდებზე ხშირად შეხვდებით უფასო ონლაინ თამაშებს, უპირატესობა სწორედ ასეთებს მიანიჭეთ. თამაშები ზუსტად ისეთივეა, როგორიც ფასიანი, თუმცა აქ მოთამაშე კუპიურების ნაცვლად ქულებს აგროვებს და ეს საუკეთესო შესაძლებლობაა მომავალი მოგებებისა და დამატებითი უნარების გამომუშავებისთვის.

როგორც წაგებისას, ასევე გადაბმულად, რამოდენიმე მოგების შემთხვევაშიც აუცილებელია გაჩერება! საკმაოდ რთულია გაუძლო ცდუნებას, როცა ყველაფერი კარგად მიდის და მოგებას მოგება მიჰყვება, თუმცა აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ სტატისტიკურად თითქმის ყველა ადამიანი მაშინვე აგებს მოგებულ თანხას, სწორედ იმის გამო, რომ თამაში არ შეწყვიტეს.