ვითარება პარლამენტთან

2021-02-23 16:27:36

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან უკვე გადაინაცვლეს და მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტთან კარვები კიდევ გაიშლება.

უკვე გადაიკეტა საავტომობილო გზა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.

შეგახსენებთ, აქცის მონაწილეები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.