„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოიყვანეს. ინფორმაციას მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია ავრცელებს.
ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო. ამ დროისთვისთვის ვრცეელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე.