დღეს ჩვენ გავხდით მომსწრეები, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენეთ, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავებისთვის სპეცოპერაცია ენმ-ს ცენტრალურ ოფისში ჩაატარა.