"სამ საათზე კანცელარიასთან ველოდებით ყველას"

2021-02-23 09:42:36

23 თებერვლას 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციამ აქცია დაანონსა. 

ამის შესახებ სხვადასხვა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებებში ისაუბრეს.

"როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ყველა ველოდებოდით დღეს ბიძინა ივანივილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. მაგრამ მე მინდა ყველას პირობა მივცე, რომ ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლოც იქნება თავისუფალი. ეს იქნება ძალიან მალე. შესაბამისად როდიონოვების, გავრილოვების რუსების, ბოლშევიკების, ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ეს ოფისი არის ეპიცენტრი. ოფისი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი, ყველა ოთახი გაპარტახებულია, ადამიანები დაწამლეთ შენობაში და რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახებინა. ჩვენ აქედან მივალთ კანცელარიასთან, სადაც ერთ-ერთი როდიონოვი ზის, რომელმაც ადამიანებს ეს სასაკლაო მოუწყო, რომელიც უწყობს ქვეყანას ერვო-ატლანტიკურ მომავალს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო მინდა მოგმართოთ ყველას, ვინ ახლა ხართ სახლში, ვინც უყურებთ ტელევიზორს, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი, ვისაც გადარდებთ ჩვენი შვილების ბედი მობრძანდით 3 საათზე კანცელარიასთან",- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.