გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 11 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 131 პირი შეამოწმეს.
გატესტილებს შორის 1 ტაქსის მძღოლი იყო, რომელსაც ვირუსი არ დაუდასტურდა.
6 ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაკეთდა კლინიკა "რუსთავში", როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, ვირუსი არცერთ შემოწმებულ პირს არ აღმოაჩნდა.
9 შემოწმებული პირიდან ყველა კოვიდუარყოფითი იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.