„პირველი ვაქცინა მარტში შემოვა“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მან ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისგან მოისმინა.
„წლის ბოლოს ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფილობითია.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა.